რა არის ეკონომიკური ზრდა?


ალბათ,ხშირად გაგიგიათ ტერმინი : “ეკონომიკური ზრდა”. განსაკუთრებით,როცა უყურებდით ბიზნესის ტელეგადაცემას.რა თქმა უნდა, ეს ტერმინი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის  ეკონომიკისთვის. მაგრამ ზოგადად,რა მნიშვნელობა აქვს მას?
ეკონომიკური ზრდა-რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტის #ზრდა,მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით დროის განსაზღვრულ მონაკვეთში(ასეთ განმარტებას წაიკითხავთ ეკონიმიკის წიგნში).მას განაპირობებს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის  პროცენტული ზრდა. ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს მდგრად განვითარებას. იგი ისეთ პოლიტიკაზეა დაფუძნებული, რომელიც ინარჩუნებს და აფართოებს ბუნებრივი გარემოს რესურსების ბაზას და ასევე მეტ-ნაკლებად ტოლფასად ანაწილებს ზრდის შედეგებს მოსახლეობაზე.
ადვილად რომ ვთქვათ, ეკონომიკური ზრდა განსაზღრავს ქვეყნის ცხოვრების დონეს დროის სხვადასხვა პერიოდში და გვიჩვენებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს,განვითარებას.მაშასადამე,ეკონომიკური ზრდა ცვალებადი მაჩვენებელია .ყოველ წელიწადში  ყოველი ქვეყნისთვის ის თანაბარი ვერ იქნება .
რაც უფრო მეტია საქონლისა და მომსახურების წარმოება ქვეყანაში ,მით უფრო მეტია ცხოვრების დონე,ესე იგი მეტია ეკონომიკური ზრდა.
მაშასადამე,ეკონომიკური ზრდა მიიღწევა არსებული რესურების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებით.

თანამედროვე ტიპის ეკონომიკური ზრდა პირველად დაფიქსირებულია ინგლისში,მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში,მრეწველობის განვითარების შედეგად.ზუსტი ცნებები ეკონომიკური ზრდის ტემპებზე მე-20 საუკუნამდე არ არსებობს,ყველაზე ცნობილ კვლევებს მშპ-სა და ეკონომიკური ზრდის შეფასებაში აკეთებდა ანგუს მედისონი.


წიგნები :  თავი 25,ეკონომიკის პრინციპები (გრეგორი მენქიუ,2008)



No comments:

Post a Comment